0.0₾
გადახდა1. ზოგადი დებულებები
1.1. ხელშეკრულება იდება შპს „ლუქსი’’ (შემდგომში – MATRASI.GE) და თქვენს (შემდგომში – მომხმარებელი) შორის;
1.2. მომხმარებელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას საკუთარ მონაცემებს აწვდის WWW.MATRASI.GE ;
1.3. თუ პირმა გაიარა წინამდებარე ხელშეკრულებაში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა, მიიჩნევა, რომ იგი დაეთანხმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რაც უთანაბრდება მხარეთა მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებას;
1.4. მომხმარებელი, რომელსაც სურს WWW.MATRASI.GE -ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები;
1.5. WWW.MATRASI.GE უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში დამატებითი თანხმობის გარეშე;
1.6. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე თულსმარტი უფლებამოსილია, მიიღოს და შეამოწმოს პროექტის ავტორის პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გადასცეს მესამე პირს. წინამდებარე პირობებზე თანხმობა არის ამ კანონის მე-5 მუხლის ,,ა” ქვეპუქტით და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, გასაჯაროებასა და მესამე პირთათვის გადაცემაზე;
1.7. ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთანავე.
2. ტერმინთა განმარტება:
2.1. ტერმინებს, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულებაშია გამოყენებული, ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
2.2. საიტი – ვებ გვერდი WWW.MATRASI.GE , რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
2.3. მომხმარებელი, თქვენ – პირი, რომელსაც აქვს წვდომა ვებსაიტზე, ასევე, იურიდიული პირი, რომლის სახელით ფიზიკურ პირს აქვს წვდომა ვებ-საიტზე, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის ძიებას და შეძენას;
2.4. კომპანია, ჩვენ – ნიშნავს WWW.MATRASI.GE -ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 436035194, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, ფონიჭალა 3. კორპ16. ბ45.
2.5. შეთანხმება – ეს დოკუმენტი, მომხმარებლებსა დაWWW.MATRASI.GE -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2.6. პროდუქცია- საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი მომსახურება ან ნივთი;
2.7. ანგარიში – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
2.8. ავტორიზაცია – ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობებით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
2.9. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;
2.10. იდენტიფიკატორები – WWW.MATRASI.GE -ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება სისტემაში.
3. განცხადებები და გარანტიები:
3.1.WWW.MATRASI.GE -ს მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ:
3.1.1. იმოქმედებთ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად;
3.1.2. წარმოადგენთ უფლებაუნარიან და ქმედუნარიან პირს;
3.1.3. ხართ 18 წლის ან 16 წელს მიღწეული პირი, რომელსაც შეთანხმების დასადასტურებლად, ვებგვერდის საშუალებით მომსახურების მისაღებად ან შესაბამისი თანხების განსაკარგად, შესაბამისი პირებისგან ნებართვა გააჩნია;
3.1.4. მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას. არ გაუმხელთ მესამე პირს საკუთარ უსაფრთხოების მონაცემებს, რათა დაიცვათ თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;
3.1.5. არ განახორციელებთ სხვა ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირად და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რაც ანგარიშის უსაფრთხოების კოდებისა და პირადი აქტივების გაგებას გულისხმობს;
3.1.6. არ მოაჩვენებთ თავს სხვა მომხმარებლად, ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებსა და ანგარიშებს;
3.1.7. არ განახორციელებთ რაიმე ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებსაიტს ან მომსახურების სწორად მუშაობის პროცესს;
3.1.8. ვებ გვერდზე რეგისტრაციის მიზნით WWW.MATRASI.GE -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი. Matrasi.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;
3.1.9. სრულად პასუხისმგებელი ხართ ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი მომხმარებლის ანგარიშით ვებ გვერდზე ყოფნის ან WWW.MATRASI.GE –ის მომსახურებით სარგებლობის დროს;
3.1.10. არ მოახდენთ WWW.MATRASI.GE –ის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ გარემოში, წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
3.1.11. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან WWW.MATRASI.GE -ს მეშვეობით პროდუქტის შეძენისას ჩვენ ვივარაუდებთ, რომ თქვენ წარმოადგენთ გამოყენებული საბანკო ბარათის უფლებამოსილ მფლობელს;
3.1.12. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს ვებ გვერდით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე;
3.1.13. არ ხართ ჩაბმული ან არ მონაწილეობთ არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში, მათ შორის: ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში;
3.1.14. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა და ქმედება შესაბამისობაში იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
3.1.15. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, WWW.MATRASI.GE -მ გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
3.1.16. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს WWW.MATRASI.GE -ს ყველა იმ გარემოებების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
3.1.17. ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
4. WWW.MATRASI.GE -ს მომსახურებით მომხმარებლის მიერ სარგებლობისათვის:
4.1. მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზეWWW.MATRASI.GE ;
4.2. რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ თვითონ. სისტემა არ ინახავს პაროლს ღია სახით და არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
4.3. რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება WWW.MATRASI.GE -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;
4.4. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
4.5. ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს დამატებითი ინფორმაცია: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
4.6. თუ მყიდველს გაუჩნდება დამატებითი კითხვა მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით შეუძლია დაგვიკავშირდეს- ნომერზე: 571-75-55-54 ან ელ.ფოსტაზე: INFO@SEL.GE
4.7. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები, აკრძალულია სხვა პირის მონაცემების მითითება, მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამს სახელმწიფო ორგანოებს.
5. უნივერსალური იდენტიფიკატორები და ავტორიზაცია
5.1. მომხმარებლის სახელი –ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია;
5.2. პაროლი – პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს სისტემაში რეგისტრაციისთანავე, პაროლი ექვემდებარება შემდგომ ცვლილებას მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში;
5.3. მობილური ტელეფონის ნომერი;
5.4. მომხმარებლის პირადი ნომერი;
5.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5.6. მომსახურების გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
5.7. ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
5.8. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
6. მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება:
6.1. ავტორიზაციის მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა.
6.2. ნავიგაციის ღილაკების საშუალებით კლიენტი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია.
6.3. მომხმარებელი ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს კალათაში.
6.4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
6.5.WWW.MATRASI.GE პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებთ წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
6.6. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით.
6.7. საიტზე არსებულ ყველა პროდუქტზე, რომელსაც აქვს საგარანტიო ვადა, იქნება მითითებული აღწერაში.
7.WWW.MATRASI.GE -სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება:
7.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
7.2. კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
8. WWW.MATRASI.GE -ს პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
8.1. თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა კომპანიის ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
8.2. კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
8.3. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
8.4. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
8.5. თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ვებ-გვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
8.5.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვია ზემო აღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
8.5.2. თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება;
8.5.3. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა და დავის გადაწყვეტა:
9.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში პროექტის ავტორის რეგისტრაციისა და ვებ-გვერდიზე შესაბამის ველში თანხმობის/დასტურის დაფიქსირების მომენტიდან და ძალაშია იქამდე, ვიდრე მხარეები არ გამოთქვამენ მისი შეწყვეტის სურვილს, თუმცა არაუადრეს მხარეთა მიერ ნაკისრი/მიმდინარე ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე;
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების ან/და მოქმედი კანონმდებლობის ნაწილობრივი შეუსრულებლობა აძლევს თულსმარტს-ს უფლებას, ნებისმიერ დროს ცალმხრივი წესით მოშალოს ხელშეკრულება.
9.3. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა გავლენას არ ახდენს სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
9.4. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ ყველა თავისი ვალდებულების შესრულების შემდეგ.
9.5. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის წარმოშობილი დავა წყდება მოლაპარაკებისა და მორიგების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
9.6. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1¹ ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული თულსმარტის სარჩელის დაკმაყოფილების ან თულსმარტის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.